ერევანში პოლიციამ დემონსტრანტების მიერ აგებული ბარიკადების აღება დაიწყო

ერევანში პოლიციამ დემონსტრანტების მიერ აგებული ბარიკადების აღება დაიწყო

ერევანში პოლიციამ დემონსტრანტების მიერ აგებული ბარიკადების აღება დაიწყო. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. გავრცელებული ცნობით, პოლიციამ აქციის მონაწილეეებს ბაგრამიანის გამზირის დატოვებისკენ მოუწოდა. მათ ამისთვის დრო 12:30 საათამდე ჰქონდათ, თუმცა, დემონსტრანტები სამართალდამცველების ბრძანებას არ დაემორჩილნენ, რის გამოც ადგილზე პოლიციის რაზმები გამოჩნდა.

"სომხეთის პოლიცია ემზადება ბაგრამიანის გამზირზე მოძრაობის აღდგენისთვის, რომელიც ორი კვირაა შეფერხებულია. იგეგმება გამზირის ბარიკადებისგან გაწმენდა", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

საპასუხოდ დემონსტრანტებმა განაცხადეს, რომ მათ გადაწყვეტილების მისაღებად საღამომდე სჭირდებათ დრო. მანამდე კი მათ აღნიშნეს, რომ თუ დღეს 21:00 საათამდე მთავრობა მათ ერთ მოთხოვნას მაინც არ დააკმაყოფილებს, ისინი საპროტესტო აქციებს გააძლიერებენ.

დემონსტრანტები ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას უკვე ორი კვირაა აპროტესტებენ.