სელენა გომესი მუსიკალურ კარიერას კინოს სწირავს

სელენა გომესი მუსიკალურ კარიერას კინოს სწირავს


ახალგაზრდა მომღერალი და მსახიობი სელენა გომესი საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს - მუსიკალურ სფეროს კინოს ამჯობინებს.

ამჟამად სელენა საკმაოდ წარმატებული კინო-მსახიობია. გასულ წელს გოგონა დაკავებული იყო გადაღებებით და სხვადასხვა პროექტებში აქტიურად იყო ჩართული, რის გამოც მან საყვარელ ჯგუფთან „The Scene“ დამშვიდობება გადაწყვიტა. მისი განცხადებით, ჯგუფი ვერ იქნება დამოკიდებული მისი გადაღებების გრაფიკზე.

რაღაც დროის განმავლობაში ჩვენ ჩვენი გზით წავალთ. წელს კინოში ბევრი გადაღება მაქვს დაგეგმილი. ამავდროულად მსურს, რომ ჩემმა ჯგუფმა გააგრძელოს საქმიანობა. მიყვარხართ ძალიან. სიტყვებიც კი არ მყოფნის, როგორ გამოვხატო ამ ჯგუფის მიმართ მადლიერება. ისინი ჩემთან პირველივე დღიდან არიან და ეხლაც კი ვერ ვიჯერებ, რომ როდესმე ყველაფერი დასრულდება“ - წერს სელენა Facebook-ზე.