თბილისში, ტაშკენტის #10-ში მდებარე იმუნიზაციის ცენტრში წუხელ ხალხმრავლობა იყო. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, სხვადასხვა ტიპის აცრის მსურველებს შორის დიდ ნაწილს ტეტანუსის საწინააღმედგო აცრის გაკეთება სურს. მათ შორის არიან ძირითადად მოხალისეები, რომლებმაც სტიქიის ზონებში მუშაობისას გარკვეული დაზიანებები მიიღეს.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ერთ-ერთმა მოხალისემ, ბექა წილოსანმა განაცხადა, დაახლოებით სამი საათი იდგა რიგში. კიდევ ერთი მოხალისის, თათია ესვანჯიას ინფორმაციით, რიგში 104-ე იყო.
ტეტანუსის აცრა უფასოა.