დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში დასუფთავების სამუშაოები გრძელდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, ნაშალი მასალისაგან იწმინდება ყველა ტერიტორია, ზოოპარკიდან მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დამხრჩვალი ცხოველების გატანა. გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს მზიურში. პროცესი მაშველებისა და მოხალისეების კოორდინაციით ხორციელდება. ადგილზე განთავსებულია პირველადი დახმარების პუნქტები.
მერიის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება ჩიქოვანის ქუჩაზეც. ჩიქოვანის 30, 34 და 36 ნომერში მდებარე კორპუსებთან სპეციალური ტექნიკა მუშაობს. სამუშაოები გრძელდება კოსტავას 63-შიც. სადაც მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოხალისეები და სტუდენტები მუშაობენ.