სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ნაპოვნია კიდევ ერთი გარდაცვლილი.

როგორც მთავრობის მეთაურმა საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა, დაღუპული 1959 წლის 6 დეკემბერს დაბადებული სულიკო ნოზაძეა.

"დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ნაპოვნია კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. ეს არის ნოზაძე სულიკო დიმიტრის ძე, დაბადებული 1959 წლის 6 დეკემბერს. კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დაღუპულთა გამო და ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ დროისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 4 ადამიანი.