ირაკლი ღარიბაშვილი ზოოპარკის დირექტორის შესაძლო დაკავებაზე საუბარს სპეკულაციად აფასებს

ირაკლი ღარიბაშვილი ზოოპარკის დირექტორის შესაძლო დაკავებაზე საუბარს სპეკულაციად აფასებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზოოპარკის დირექტორის შესაძლო დაკავებაზე საუბარს სპეკულაციად აფასებს.

როგორც პრემიერმა საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა, ეს არის აბსურდი და აღნიშნულზე საუბრის ავტორები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას გეგმავენ.

"მინდა ვუპასუხო სპეკულაციებს და გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, თითქოს ბატონი ზურას დაკავებას გეგმავს ხელისუფლება. ეს არის აბსურდი და ამაზე საუბარი არის პროვოკაცია, მცდელობა ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. მე დღეს აქ ვიხილე "ნაციონალრი მოძრაობის" წევრები, რომლებმაც რამდენიმე ათეული მოქალაქის მობილიზება შეძლეს და რომლებიც შეეცადნენ სხვა მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას. ეს არის ყოვლად ამორალური და უზნეო საქციელი. მინდა ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდო, რომ კრიზისულ სიტუაციაში იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან და არა საკუთარი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.