კომპანია „ნატახატრი“თბილისში მომხდარ ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ბიზნესი და სამოქალაქო სექტორი თბილისში, 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ერთიანდება და დაზარალებულებს ფულადი დახმარების გარდა, საკვებით, ტექნიკური და ადამიანური რესურსით ეხმარება.
ტრაგედიას კომპანია „ნატახატრიც“ ეხმაურება და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს. კომპანია შესაძლებლობების ფარგლებში ჩაერთო დაზარალებულთა დახმარების პროცესშიც, კერძოდ, დახმარების ფონდში 20 ათასი ლარი გადაირიცხა, სტიქიის ადგილას მომუშავეთა დასახმარებლად გამოყო ხელთათმანები, ტომრები, ლიმონათი, წყალი საკვები და ქოლგები.
„სამწუხაროდ, ეს მცირედია რისი გაკეთებაც კომპანიამ დაზარალებულებისთვის და ადგილზე მომუშავე მოხალისეებისთვის შეძლო“, - აღნიშნავს „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი.