ხელისუფლების უუნარობას უდანაშაულო ადამიანი ეწირება, - ამას კანცელარიის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები ამბობენ, რომლებიც ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.
კანცელარიასთან შეკრებილები ამბობენ, რომ დღეს მომხდარ ფაქტზე დაუშვებელია ზოოპარკის დირექტორს დაეკისროს პასუხისმგებლობა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ზოოპარკის გარეთა პერიმეტრზე არსებულ ვითარებაზე და იქ ცხოველების ყოფნაზე გურიელიძე ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი.
კანცელარიის წინ შეკრებილები ყურადღებას ზოოპარკის თანამშრომლების იმ განცხადებებზეც ამახვილებენ, როდესაც ისინი ამბოდნენ, რომ ყველა მტაცებელი არ იყო ნაპოვნი და მათ ზუსტი ინფორმაცია დაკარგულ ცხოველებთან დაკავშირებით არ ჰქონდათ. შესაბამისად, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ამ ყველაფერზე კონტროლი უნდა განეხორციელებინა ხელისუფლებას.
ზოოპარკის დირექტორმა თბილისის პროკურატურა დაკითხვის შემდეგ უკვე დატოვა.