პროკურატურა კრიზისების მართვის საბჭოს და შსს-ს წარმომადგენლებს დაკითხავს

პროკურატურა კრიზისების მართვის საბჭოს და შსს-ს წარმომადგენლებს დაკითხავს

პროკურატურა კრიზისების მართვის საბჭოს და შინაგან საქმეთა სამინისტორს წარმომადგენლებს დაკითხავს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, თბილისის პროკურატურაში უკვე დასრულდა თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის და ზოოპარკის თანამშრომლების დაკითხვა.

"დაიკითხნენ მოწმის სახით. გამოძიება გრძელდება და უახლოეს ხანში დაიკითხებიან როგორც კრიზისების მართვის საბჭოს თანამშრომლები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტორს წარმომადგენლები და ყველა, ვისაც შესაძლოა შეხება ჰქონდეს აღნიშნულთან", - აცხადებენ პროკურატურაში.