დედაქალაქის მთავრობის მეთაურის გადადგომის მოთხოვნით დღეს კანცელარიასთან აქცია იმართება

დედაქალაქის მთავრობის მეთაურის გადადგომის მოთხოვნით დღეს კანცელარიასთან აქცია იმართება

აქციის მონაწილეები ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის მხარდამჭერ აქცია მართავენ და მის უდანაშაულობაზე საუბრობენ.

აქციის მონაწილეები ზოოპარკის დირექტორის მიმართ გამოთქმული ბრალდებების გამო თბილისის მერის გადადგომას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ დღევნდელი შემთხვევა ზურაბ გურიელიძის ბრალი არაა.

"დღეს პრემიერმა, მას შემდეგ, რაც ზოოპარკის დირექტორ ზურაბ გურიელიძეს ერთ საათი კითხავდნენ, განაცხადა, რომ მან არასწორი ინფორმაცია მიაწოდა შტაბს. გურიელიძემ მოგვიანებით განაცხადა, რომ მისი ბრალია რაც დღეს მოხდა. ეს არის აბსურდი და აქვე ვამტკიცებ, თუ რატომ: ზოოპარკის თანამშრომლები გუშინ ამბობდნენ რომ აკლიათ ორი ვეფხვი, აფთარი და არ იყვნენ დარწმუნებული დათვზე. ეს დოკუმენტურადაც მტკიცდება. დღეს რომდესაც პირველმა ვეფხვმა დაგლიჯა ადამიანი, სამართალდამცავები ვერ აკონკრეტებდნენ ეს იყო ლომი თუ ალბინოსი ვეფხვი. ეს ნიშნავს, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ან ერთი ან მეორე შეიძლება იყოს გარეთ. შევიკრიბოთ, გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ზურაბ გურიელიძის მიმართ და მოვითხოვოთ ქვეყნის და ქალაქის მთავრობის მეთეაურების გადადგომა", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აქცია მთავრობის კანცელარისთან 20:00 საათზე დაიწყება.

თბილისის ზოოპარკის დირექტორს სოლიდარობას ქუთაისიდანაც გამოუცხადებენ. ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები 21:00 საათზე მერიასთან შეიკრიბებიან და გურიელიძის მხარდამჭერ აქციას გამართავენ.