ყოფილი რიგის ქუჩაზე ვეფხვი ვერც ამჯერად იპოვეს

ყოფილი რიგის ქუჩაზე ვეფხვი ვერც ამჯერად იპოვეს

ყოფილი რიგის ქუჩაზე სამძებრო სამუშაოები დასრულდა. ტერიტორია სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელმა და პოლიციელმა დატოვა.

ადგილზე ვეფხვის არსებობა არც ამჯერად დადასტურდა. პოლიციამ და სპეცრაზმმა თავდაპირველად ტერიტორია დატოვეს და თქვეს, რომ ვეფხვის არსებობა არ დადასტურდა. ცოტა ხნის შემდეგ მაშველების ნაწილი ისევ დაბრუნდა და გააგრძელა ძებნა, თუმცა ამ დროისთვის ტერიტორია ყველამ დატოვა.