„კარები გავაღე, გასვლას ვაპირებდი, ამ დროს ვეფხვი კუთხეში შემოვიდა, ჩაჯდა და თვალებში შემომხედა“

„კარები გავაღე, გასვლას ვაპირებდი, ამ დროს ვეფხვი კუთხეში შემოვიდა, ჩაჯდა და თვალებში შემომხედა“

ვაკეში ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვის არსებობის შესახებ თვითმხილველმა ინფორმაცია მედიასთან დაადასტურა.

როგორც თვითმხილველი ყვება, მან დაინახა მუქი ფერის, საშუალო სიდიდის ვეფხვი.

„კარები გავაღე, სადაც ვმუშაობ. გასვლას ვაპირებდი და ამ დროს კუთხეში შემოვიდა, ჩაჯდა და თვალებში შემომხედა. რომ დავიყვირე, უკან გაიქცა და გადახტა. ეს იყო არც ძალიან დიდი და არც პატარა ვეფხვი. შავი და თეთრი ხაზები ჰქონდა. როდესაც დავიყვირე „ვეფხვი“ და გამოვიქეცი, როგორც ჩანს ვიღაცეებმა დაინახეს. „აქეთ გადმოხტაო“ დაიყვირეს. მე ეს აღარ დამინახავს, რადგან შიშის გამო უკან გამოვიქეცი“, - აღნიშნა თვითმხილველმა.

მისივე თქმით, სამართალდამცველები ადგილზე გამოძახებიდან ძალიან სწრაფად მივიდნენ.