ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის დაკითხვის პროცესს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი დაესწრება.
აღნიშნულ ინფორმაციას საია ავრცელებს.
„ამ წუთებში პროკურატურაში ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის დაკითხვა დაიწყება. განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გურიელიძის დაკითხვის პროცესს საია -ს ადვოკატი დაესწრება“, - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
მთავარმა პროკურატურამ ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვის მიერ ადამიანზე თავდასხმის ფაქტზე, რის შედეგადაც ოთარ ხუციშვილი გარდაიცვალა გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით დაიწყო. პროკურატურა იმის დასადგენად იმუშავებს, ჰქონდა თუ არა რომელიმე საჯარო მოხელის მიერ ადგილი სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას