ვაკისა და საბურთალოს რაიონებში რამდენიმე ადგილზე ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ცხოველის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფალიაშვილის ქუჩაზე პოლიციის წარმომადგენელმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, გადამოწმდა ყველა ტერიტორია, სადაც ვეფხვის დაფიქსირების შესახებ მოქალაქეებმა 112-ში დარეკეს.
"შემოწმებული იქნა ყველა ტერიტორია, რომელზეც ითქვა, რომ მტაცებლები შენიშნეს. არსად ეს ფაქტი არ დასტურდება. არის ცრუ ინფორმაცია," – განაცხადა პოლიციის თანამშრომელმა.
თბილისში, რამდენიმე ადგილას, კერძოდ, ვაკეში, თაქთაქიშვილის ქუჩაზე, საბურთალოს ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე და საბურთალოს სასაფლაოზე ვეფხვის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.