ყოფილი რიგის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის წინ სპეცრაზმი და სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
არსებული ინფორმაციით, ისინი შენობის სარდაფში მტაცებელს ეძებენ, თუმცა ჯერჯერობით არ კონკრეტდება, ეს ვეფხვია თუ სხვა მტაცებელი.
ოფიციალურად ამაზე ჯერ არავინ საუბრობს. ადგილზე იმყოფება ვაკის გამგებელი ლაშა აბაშიძე. სავალი გზა სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი. სამძებრო ადგილთან ხალხია შეკრებილი.