თბილისში რამდენიმე ადგილზე ვეფხვს ეძებენ

თბილისში რამდენიმე ადგილზე ვეფხვს ეძებენ

თბილისში, რამდენიმე ადგილას სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები კიდევ ერთ ვეფხვს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს ვაკეში, თაქთაქიშვილის ქუჩაზე, საბურთალოს ძველი ბაზარის მიმდებარე ტერიტორიაზე და საბურთალოს სასაფლაოზე.

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტები ადგილებზე არიან გასული და ახალ ინფორმაციას ოპერატიულად მოგაწვდიან.