ზოოპარკიდან გაქცეული პინგვინი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდინარეში შეამჩნიეს

ზოოპარკიდან გაქცეული პინგვინი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდინარეში შეამჩნიეს

აფრიკული პინგვინი, რომელიც წყალდიდობის დროს თბილისის ზოოპარკიდან გაიქცა, წითელ ხიდთან (საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან) მდინარეში შეამჩნიეს. ინფორმაციას „ნიუსჯორჯია", ზოოპარკის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ წითელ ხიდთან მდინარეში მცურავი პინგვინი შეამჩნიეს. აქედან უკვე გავიდა ჯგუფი, რომელიც პინგვინს თბილისში დააბრუნებს", - განაცხადეს ზოოპარკის პრესსამსახურში.

აფრიკული პინგვინები თბილისის ზოოპარკში 2014 წლის ივლისში ჩამოიყვანეს. ზოოპარკი მათთვის სპეციალურად დიდი საცურაო აუზით და ქვიშიანი პლაჟით აღიჭურვა. ამავე ტერიტორიაზე პატარა გამოქვაბულები და ტალახის ბუდეებიც აშენდა, თუმცა 13 ივნისს, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ვერემ, ზოოპარკის სხვა ზონებთან ერთად, პინგვინების აუზიც გაანადგურა.