ვეფხვის მიერ დაგლეჯილ ოთარ ცუხიშვილი პროზექტურაში გადაასვენეს

ვეფხვის მიერ დაგლეჯილ ოთარ ცუხიშვილი პროზექტურაში გადაასვენეს

ვეფხვის მიერ დაგლეჯილ ოთარ ცუხიშვილს რესპუბლიკური საავადმყოფოდან პროზექტურაში გადაასვენეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" რესპულიკური საავადმყოფოს
ემერჯენსთან მყოფმა რიონ ბუსკივაძემ განუცხადა, იგი არის ორი კომპანის მფლობელი, რომელსაც საწყობები აქვს იმ ტერიტორიაზე, სადაც დღეს ოთარ ცუხიშვილი ვეფხვმა დაგლიჯა. როინ ბუსკივაძე აცხადებს, რომ შემთხვევა მისი კომპანიის საწყობების გვერდით სხვა კომპანიის საწყობში მოხდა. ბუსკივაძის თქმით, ოთარ ცუხიშვილი პერიოდულად მიდიოდა აღნიშნულ საწყობებში და გარკვეულ სამუშაოებს ასრულებდა.

"კომპანია "ბი ემ სი"-ს საწყობში დასუფთავება მიმდინარეობდა. ოთარ ცუხიშვილი დღეს იქ იყო. პერიოდულად როცა დავუძახებდით, მოდიოდა და სამუშაოებს ასრულებდა, ამაში ანაზღაურებას ვაძლევდით. დღეს ამ მიზნით შევიდა საწყობში, არავინ არ იცოდა, რომ იქ ვეფხვი იყო. ჩემთან, ყოველ შემთხვევაში, არავინ მოსულა საწყობის დასათვალიერებლად. მეზობელ საწყობში თუ დათვალიერის არ ვიცი", - აღნიშნა რიონ ბუსკივაძემ.

მისივე თქმით, ეს არის სურსათისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის საწყობები.

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ცენტრთან გარდაცვლილ ოთარ ცუხიშვილის რამდენიმე თანამშრომელი იმყოფება, როგორც აცხადებენ, ცუხიშვილის მეუღლე თურქეთში იმყოფება. ცუხიშვილი 1972 წელს არის დაბადებული.