"ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ადვოკატის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი ადვოკატ ინგა არახამიას მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს.

როგორც ზაზა ხატიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მან გააკეთა რამოდენიმე განცხადება, ადვოკატების მოწმის სახით დაბარების გამო საგამოძიებო ორგანოებში იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ადვოკატისთვის საადვოკატო მომსახურების განხორციელების პროცესში გახდა ცნობილი.

"2015 წლის 18 ივნისს, ადვოკატი ინგა არახამია გამომძიებელმა სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტში მოწმის სახით დასაკითხად დაიბარა იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ადვოკატისთვის საადვოკატო მომსახურების განხორციელების პროცესში გახდა ცნობილი. ადვოკატმა განუმარტა გამომძიებელს 2015 წლის 29 აპრილს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50–ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, ადვოკატს არ ეკისრება მოწმის ვალდებულება იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ადვოკატისთვის ცნობილი გახდა საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში. მიუხედავად აღნიშნული ფაქტისა, 2015 წლის 18 ივნისს 13 :00 საათზე, ადვოკატი ინგა არახამია ხელმეორედ დაიბარეს სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტში მოწმის სახით ჩვენების მისაცემად.

სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტი, რომელიც მოქცეულია პროკურატურის სისტემაში არის ნონსენსი. მთელი საქართველოსთვის ცნობილი ფაქტია, პროკურორთან ვიზიტის შემდეგ, როგორ ჩუქნიდნენ ჩვენი მოქალაქეები მთელ თავის ქონებას სახელმწიფოს. საპროცესო შეთანხემებას ბრალედებულთან აფორმებდა პროკურორი, სისიხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ადვოკატს არ შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, ამიტომ, ადვოკატ ინგა არახამიას დაბარება სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტში ერთ-ერთი პირის მიმართ გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, არის პროკურატურის მხრიდან უკანონობის დაკანონება. თუ მოქალაქე საპროცესო შეთანხმების გაფორმების გზით, სახელმწიფოს ქონებას ჩუქნიდა, უნდა დადგეს პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინაიდან, საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი. ბიძინა ივანიშვილმა მთავარ პროკურორად და მოადგილედ მოგვიყვანა ფინანსური პოლიციის კადრები, რომლებიც რაღა თქმა უნდა თავის თავის არ დასჯიან, ამიტომ ჯოხი უნდა გადატეხონ ადვოკატზე. როგორ შეიძლება ადვოკატი დაიკითხოს საპროცსო შეთანხმების გაფორმების თაობაზე როცა გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი? ეს არის მარაზმი.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტის მიერ ადვოკატ ინგა არახამიას მიმართ განხორციელებულ ქმედებას ადვოკატის დევნად ვაფასებ და უნებლიედ მახსენდება მეფე-ლომის პერსონაჟი ანიმაციური ფილმიდან ,,კატა და ლომი". სამართალდამცავი ორგანოები თავიანთი უკანონო ქმედებებით აიძულებენ ადვოკატებს კლიენტების საწინააღმდეგო ჩვნების მიცემას, რათა სამოქალაქო საზოგადოების თვალში გაანადგურონ ადვოკატის ინსტიტუტი.

მინდა განვაცხადო იმ არაკვალიფიციური პროკურორების და სამართალდამცავების გასაგონად, რომლებიც არ იცნობენ საერთაშორისო სტანდარტებს, რომ დემოკრატიული ქვეყნები ადვოკატებთან მიმართებაში ხელმძღვანელობენ გაერო-ს ძირითადი პრინციპებით ადვოკატის როლის შესახებ( ჰავანა კუბა 1990 წელი).

,,გაერო-ს ძირითადი პრინციპები ადვოკატის როლის შესახებ" 16 მუხლის თანახმად სახელმწიფოს ეკისრება პოზოტიური ვალდებულება უზრუნველყოს, ადვოკატების მიერ თავიანთი პროფესიული ფუნქციების შესრულება დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვის და არასათანადო ჩარევის გარეშე.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მივიჩნევ, რომ სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტის მიერ, ადვოკატ ინგა არახამიას დაბარება მოწმის სახით დასაკითხად იმ საქმეზე, რა საქმეზეც ადვოკატი ახორციელებდა საადვოკატო უფლებამოსილებას, წარმოადგენს ადვოკატის საქმიანობის პროცესში არასათანადო ჩარევას", - ნათქვამია განცხადებაში.