"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვის მიერ დაგლეჯილი ადამიანი გარდაიცვალა

"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვის მიერ დაგლეჯილი ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ამ წუთებში "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმი იმყოფება. ისინი ვეფხვის დაჭერას ცდილობენ.