ცხოველი, რომელმაც ერთი ადამიანი დაგლიჯა, ალბინოსი ვეფხვი აღმოჩნდა

ცხოველი, რომელმაც ერთი ადამიანი დაგლიჯა, ალბინოსი ვეფხვი აღმოჩნდა

ცხოველი, რომელმაც "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი ადამიანი დაგლიჯა, ალბინოსი ვეფხვი აღმოჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება , ადგილზე შეიარაღებული სპეცრაზმი იმყოფება. ისინი ვეფხვის დაჭერას ცდილობენ.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, არსებული ინფორმაციით, ადამიანი რომელიც ვეფხვმა დაგლიჯა, უგონო მდგომარეობაშია.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ვეფხვი გუშინ ნახეს, თუმცა უგონო მდგომარეობაში იყო და ეგონათ, რომ მკვდარი იყო. მათივე ინფორმაციით, სამჯერ იყვნენ ზოოპარკის თანამშრომლები, საპატრულოსა და სამაშველოს წარმომადგენლები, თუმცა ცხოველის გადაყვანა არ განახორციელეს.