"ლომმა მამაკაცს ყელი გამოაჭამა"- თვითმხილველი

ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ლომი ადამიანს თავს დაესხა. მომხდარს მსახიობი სანდრო კაკულია შეესწრო, რომელიც აცხადებს, რომ მტაცებელმა ადამიანს ყელი გამოაჭამა. მსახიობის ინფორმაციით, მამაკაცი, უმძიმეს მდგომარეობაშია. "ლომმა მამაკაცს ყელი გამოაჭამა, ის სასწრაფომ წაიყვანა, თუმცა როგორც ამბობენ უმძიმეს მდგომარეობაშია",-აცხადებს მსახიობი. ლაგუნა-ვერეს ტერიტორიაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით, ზოოპარკიდან გაქცეული, ლომი ლუკოილის" ბენზინგასამართ სადგურთან დააფიქსირეს.