"მზიურში" მაშველები მოხალისეებს ინსტრუქტაჟს უტარებენ

"მზიურში", სამუშაოების დაწყებამდე, მაშველები მოხალისეებს სპეციალურ ინსტრუქტაჟს უტარებენ.  მაშველები მოხალისეებს მუშაობის და უსაფრთხოების წესებს აცნობენ, ასევე დაკარგულთა პოვნის შემთხვევაში მოქცევის წესებს. ამის შემდეგ მოხალისეები 20-კაციან ჯგუფებად იყოფიან, რომელთაც გაწმენდითი და სამძებრო საქმიანობის დროს ერთი მაშველი კურირებს.

მზიურის პარკში, ისევე როგორც წინა დღეებში, არის მედპუნქტები, სადაც პირველადი დახმარების მედიკამენტებია განთავსებული. მოხალისეებისთვის პარკში არის ასევე ჰიგიენური საშუალებებისა და წყლით უზრუნველყოფის პუნქტები.