ზოოპარკის ტერიტორიიდან ორი მანქანა ამოიტანეს

ზოოპარკის ტერიტორიიდან ორი მანქანა ამოიტანეს

ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე სტიქიის შედეგად ჩამოტანილი ტალახისა და ნაგვის გატანა გრძელდება.

ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები და ასევე მოხალისეები. ცოტა ხნის წინ ტექნიკის დახმარებით ზოოპარკის ტერიტორიიდან ორი მანქანა ამოიტანეს.

ზოოპარკის ტერიტორიაზე კვლავ გრძელდება მძიმე ტექნიკის მუშაობა. წყლისგან ტუმბავენ ცხოველთა ვოლიერებს და ასუფთავებენ მიმდებარე ტერიტორიას.