ერთი ყმაწვილი შეეკითხა მოცარტს, როგორ დაეწერა მას სიმფონიები.
- თქვენ ჯერ მეტისმეტად ახალგაზრდა ხართ. რატომ არ გსურთ დაიწყოთ ბალადიდან? – უთხრა კომპოზიტორმა.
ყმაწვილი შეეპასუხა:
- თქვენ ხომ სიმფონიების წერა დაიწყეთ მაშინ, როდესაც ჯერ ათი წლისაც არ იყავით?
- დიახ, - უპასუხა მოცარტმა, - მაგრამ მე არასოდეს არ ვკითხულობდი, როგორ უნდა დაიწეროს იგი!