ჯოშუა კუცერა, “Eurasianet”
სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე მალე ოსური ბატალიონი ჩამოყალიბდება, რომელიც სახელმწიფო მოხელეების თქმით, ამ კვაზი-დამოუკიდებელ ქვეყანაში პროფესიონალი სამხედროებისთვის „სამჭედლოს“ ფუნქციას შეასრულებს, თუმცა იმავდროულად მან ამ ტერიტორიის მყიფე სუვერენიტეტს შეიძლება დარტყმა მიაყენოს. ამ საკითხზე სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო REC-ს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის გალინა გუჩმაზოვას ციტატა მოჰყავს:
„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ არმიაში მუშაობის გაგრძელება, გაუჩნდათ შესაძლებლობა მიიღონ ახალი ცოდნა, აითვისონ სამხედრო დისციპლინები და ტექნიკა ისეთ დონეზე, როგორიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს აქვს“, – აღნიშნა გუჩმაზოვამ. „ოსური ბატალიონი რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პროფესიონალი სამხედრო კადრების სამჭედლო გახდება“.
შენიშვნა: რას ნიშნავს „არმიაში სამსახურის გაგრძელების“ მსურველები? თავად სამხრეთ ოსეთის თავდაცვის ძალები უნდა დაიშალოს?
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ცნობას ოპერატიულად გამოეხმაურა, დაუკავშირა რა ბატალიონის შექმნა ტერიტორიის საერთო მილიტარიზაციას და რუსეთის სამხედრო საფრთხეს:
„რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას, ტერიტორიაზე შეჰყავს უახლესი შეტევითი შეიარაღება და განაგრძობს სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ფაქტობრივად გადაკეთდა დიდ სამხედრო ბაზებად, ხოლო იქ დარჩენილი მოსახლეობა ან რუსეთის სამხედრო ბაზებს ემსახურება, ან დასაქმებულია რუსეთის საიკუპაციო დანაყოფებში, რისი მაგალითიც არის ზემოთხსენებული ეგრედწოდებული „ოსური ბატალიონის“ შექმნა.“
მაგრამ ბატალიონის შექმნა, როგორც ჩანს დიდ საფრთხეს არა საქართველოს, არამედ სამხრეთ ოსეთის ხალხს უქმნის, რომელსაც არ სურს რუსეთის კონტროლის ქვეშ ყოფნა. ეს გადაწყვეტილება, სულ რაღაც რამდენიმე დღეში გამოცხადა მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის ექს-კანდიდატ ალა ჯიოევას მისი დამოუკიდებელი პოლიტიკური ამბიციების გამო თავს დაესხნენ (რის შესახებაც მოსკოვი როგორც ჩანს ინფორმირებული იყო). ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ ცხინვალი სუვერენიტეტის ბოლო ნაწილაკებსაც კარგავს, და რუსეთის მხრიდან სულ უფრო მკაფიოდ გამოკვეთილი კონტროლი ყალიბდება.
foreignpress.ge
865
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85