ამერიკელი მომღერალი ქეთი პერი ადრე გამოცემული ალბომის “Teenage Dream”-ის ახალ ორიგინალურ და სრულყოფილ ვერსიაზე მუშაობს.
ამ ნამუშევრის სახელწოდებაა “Teenage Dream: The Complete Confection”. ის დღის სინათლეს მიმდინარე წლის 26 მარტს იხილავს.
ალბომის ახალ ვერსიაში წარმოდგენილი იქნება მის წინამორბედში განთავსებული ყველა კომპოზიცია. მათ სამი ახალი სიმღერაც დაემატება. კერძოდ, ახალ დისკში ვიხილავთ ქეთი პერისა და კენიე ვესტის ერთობლივ კომპოზიციას “E.T”, მომღერალ მისი ელიოტთან ერთად შესრულებულ “Last Friday Night(T.G.I.F.)" და “The One That Got Away”-ის ახალ აკუსტუკურ ვერსიას.
ზემოთდასახელებული კომპოზიციები პირველად გამოქვეყნდება. ამის გარდა ახალ ალბომს ბონუსის სახით ქეთი პერის მუსიკალური კარიერის განმავლობაში ჩაწერილი ყველაზე პოპულარული ექვსი კომპოზიცია დაემატება.