5 ათასი ადამიანის ხელმოწერის შემთხვევაში, პეტიციაზე დაყენებული საკითხი მთავრობის სხდომაზე დაისმება

5 ათასი ადამიანის ხელმოწერის შემთხვევაში, პეტიციაზე დაყენებული საკითხი მთავრობის სხდომაზე დაისმება

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო კობახიძის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაცია ძალიან მალე ელექტრონული პეტიციების პროექტის პრეზენტაციას გამართავს.

როგორც ნინო კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს სიმბოლურად დააანონსა ის მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის პრეზენტაციასაც მთავრობის ადმინისტრაცია ძალიან მალე გამართავს.

"ეს გახლავთ ელექტრონული პეტიციების ფორმატი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე დიდი ხანია აპრობირებულია. მოხარულები ვართ, რომ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა "ღია მმართველობის პარტნიორობის" ფორმატში ამ ინიციატივამ. უახლოეს ხანებში საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ელექტრონული პეტიციის საშუალებით. მოკლედ რომ ავხსნათ, 5 ათასი ადამიანის ხელმოწერის შემთხვევაში, პეტიციაზე დაყენებული საკითხი დაისმება მთავრობის სხდომაზე", - განაცხადა ნინო კობახიძემ და აქვე აღნიშნა, რომ დეტალურად ამაზე უახლოეს პერიოდში ისაუბრებენ.