საქართველო ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების საუკეთესო გზაზე დგას

საქართველო ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების საუკეთესო გზაზე დგას

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტის ვილჰელმ მოლტერერის განცხადებით, "საქართველო ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების საუკეთესო გზაზე დგას და ზოგიერთ საკითხში წინაც უსწრებს მას".

რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით მოლტერერის მიერ ავსტრიული გაზეთ WirtschaftsBlatt-თან გაკეთებულ კომენტარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

"საქართველო ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების საუკეთესო გზაზე დგას და ზოგიერთ საკითხში წინაც უსწრებს მას. თუ გაინტერესებთ, როგორ მუშაობს ერთი ფანჯრის პრინციპი, საქართველოში უნდა გაემგზავროთ. იქ ყველა შედარებით დიდ ქალაქში არსებობს იუსტიციის სახლი, რომელშიც მოკლე დროში მიიღებთ ყველა იქ არსებული სერვისს, იქნება ეს მართვის მოწმობა, პასპორტი თუ კომპანიის დაარსების თაობაზე საბუთი", - აცხადებს მოლტერერი.

მისივე თქმით, საქართველოში დიდი წინსვლაა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებთაც. EIB-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, საქართველომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შექმნაზე ხელმოწერითაც მნიშნელოვანი სარგებელი მიიღო, რაც ევროკავშირში საქართველოდან ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდაში გამოიხატა.