ჩვენი მთავრობაში მოსვლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოში არც ერთი სარჩელი არ შესულა

ჩვენი მთავრობაში მოსვლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოში არც ერთი სარჩელი არ შესულა

"ჩვენ არ გვაქვს ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები - სტრასბურგის სასამართლოში, მას შემდეგ, რაც ჩვენ მთავრობაში მოვედით არც ერთი სარჩელი არ შესულა" , - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უკრაინაში ვიზიტის დროს გამოცემა "უკრინფორმთან" ინტერვიუს დროს აღნიშნა.

"ჩვენ პენიტენციალურ სისტემაში C ჰეპატიტის, ტუპერკულოზის საუკეთესო სისტემა გვაქვს. ჩვენ სამასი პატიმარი გვაყვს, რომლებიც ამ დაავადებებისგან გასულ წელს განიკურა. დიდი გამარჯვებაა, რომ ჩვენი მოსვლის შემდეგ სასამართლო სისტემა გახდა თავისუფალი, არავინ აკონტროლებს მას. ჩვენ ასევე სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპზე ვიმყოფებით. პარლამენტმა მიიღო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რაც დიდი გამარჯვებაა ასევე, ვინაიდან მანამდე პატარა ბიჭებსა და გოგონებს 3-5 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯიდნენ იმისათვის, რომ მან შიმშილის გამო ჯემი, პური ან მობილური მოიპარა. რაც მათ გააკეთეს, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მათ ცხოვრება უნდა დავუნგრიოთ. მედიაცია ეს კიდევ ერთი ჩვენი რეფორმაა. დიდი გამარჯვებაა ასევე რომ დღეს იუსტიციის მინისტრი, არ არის პროკურორი, როგორც ეს წინა მინისტრი იყო", - აღნიშნა წულუკიანმა.

თუმცა, ჟურნალისტის კომენტარზე, რომ იუსტიციის მინისტრის პროკურორობა კანადური სისტემაა, წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქართველო არ არის კანადაში, ის არის ევროპის ნაწილი და ევროპულ მოდელს უნდა მიჰყვეს.