თეა წულუკიანი:   საზოგადოებისგან იზოლაცია რეფორმებს ღუპავს

თეა წულუკიანი: საზოგადოებისგან იზოლაცია რეფორმებს ღუპავს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი უკრაინულ მხარეს ურჩევს, მისი წინამორბედის, ზურაბ ადეიშვილის შეცდომები არ გაიმეოროს. როგორც წულუკიანმა "უკრაინიფოსთან" ინტერვიუში განაცხადა , უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრაზე საუბარი ჰქონდა იმ რეფორმებზე, რომლებიც უკრაინაში ახლა მიმდინარეობს და საქართველოში უკვე გატარებულია.

თეა წულუკიანის თქმით, კერძო სააღსრულებლო სისტემამ საქართველოში არ იმუშავა, ეს მისი თავის ტკივილია და უკრაინელ კოლეგებს ურჩია, არ გაიმეორონ შეცდომები, რომლებიც საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა დაუშვა.

"გამოცდილების გაზიარება ნიშნავს, რომ ის, რაც ჩემთან არ მუშაობს, არ ღირს, თქვენ გაიმეოროთ. და მე ამიხსნეს, რომ იუსტიციის სამინისტროს უკრაინაში ექნება ის, რაც მე არ მაქვს – კონტროლის მეტი შესაძლებლობა. თქვენ გექნებათ კერძო აღმსრულებლების აკრედიტირების სისტემა, როდესაც კანონის ან სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში სერთიფიკატის ჩამორთმევის საშუალება გექნებათ. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ თქვენთან ჩამოვიდნენ ქართველი ე.წ. ექსპერტები და თქვეს, რომ უკრაინამ უნდა ააშენოს ისეთივე იუსტიციის სახლები, როგორც საქართველოს აქვს. არადა, უკრაინის სპეციფიკა განსხვავებულია", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ელიტა მაშინ არის ელიტა, როდესაც იცის, როგორ განახორციელოს რეფორმები საზოგადოებასთან ერთად, ვინაიდან საზოგადოებისგან იზოლაცია რეფორმებს ღუპავს. წულუკიანის თქმით, სწორედ ასეთი გაუცხოება მოხდა საქართველოში.

"რეფორმებად წოდებული შოკური თერაპია ნაწილობრივ გამოვიდა, ნაწილობრივ კი საერთოდ არ იმუშავა, კრახით დასრულდა და ჩვენ დღეს ამას ვასწორებთ. ეს უბრალოდ დროის ხარჯვაა. ამიტომ რეფორმების განხორციელების დროს, საზოგადოება ხელისუფლებასთან ერთად უნდა იყოს. ამიტომ მე აქ ვარ, რათა გიამბოთ, რა მუშაობს ჩემთან, რა – არა, რა შეცდომები დავუშვი მე, რა სხვებმა და თქვენი გადასაწყვეტია, რას გაითვალისწინებთ და რას - არა", - განაცხადა წულუკიანმა.