ხევსურეთში დაკარგული მწყემსის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

ხევსურეთში დაკარგული მწყემსის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

ხევსურეთში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაკარგული მწყემსის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა განუცხადა, სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება, თუმცა ამინდის გაუარესების გამო უფრო და უფრო რთულდება. მისივე ინფორმაციით, ჩამოწოლილია დიდი მასა, რაც მწყემსის პოვნას უფრო ართულებს. 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირიქითა ხევსურეთში, შატილის თემის სოფელ ხონისჭალაში, მდინარე ანზაკის ხეობაში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების გააქტიურებას. მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, თოვლის მასის ქვეშ მეცხვარე გიორგი შეთეკაური, 500 სული ცხვარი და 40 სული საქონელია მოყოლილი. 
მწყემსი ღამის გასათევ ადგილზე იმყოფებოდა, როდესაც შემთხვევა მოხდა.