მოსკოვის გამზირზე ერთმა პირმა სამი ადამიანი დაჭრა

მოსკოვის გამზირზე ერთმა პირმა სამი ადამიანი დაჭრა

მოსკოვის გამზირზე ერთმა პირმა სამი ადამიანი დაჭრა. როგორც "ინტერპრენიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო , რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

"საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარის შესახებ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი", - აცხადებენ შსს-ში.
შემთხვევა წუხელ მოხდა.