კომპიუტერები, ავეჯი, სატელეფონო საუბრები და საწვავი- მერიის დახარჯული მილიონები?

კომპიუტერები, ავეჯი, სატელეფონო საუბრები და საწვავი- მერიის დახარჯული მილიონები?

დედაქალაქის მერიაში ტენდერების გარეშე თანხების ხარჯვაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიატორი”. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, 2015 წლის პირველ კვარტალში მერიას 40 მილიონზე მეტი დარჩა აუთვისებელი. ხაბეიშვილი კომპიუტერულ ტექნიკაში, მობილურ სატელეფონო საუბრებში და ავეჯში გადახდილი თანხების შესახებაც საუბრობს:

“2014 წლის აგვისტოს შემდეგ დედაქალაქის მერიამ წესად გაიხადა ტენდერების გარეშე თანხების ხარჯვა მიუხედავად ამისა ვერც 2014 წელს აითვისა ბიუჯეტი ( 100 მილიონ ლარზე მეტი დარჩათ) და 2015 წლის პირველ კვარტალშიც 40 მილიონზე მეტი აუთვისებელი მორჩათ.

აღსანიშნავია , რომ მათი უუნარობის ფონზე დედაქალაქის ბიუჯეტს მარტო საწვავით მომსახურეობა აგვისტოდან მაისის პირველამდე 2,632 657 ლარი დაუჯდა . მილიონობით ლარი კომპიუტერული ტექნიკის შეძენაში დაიხარჯა მათ შორის ტენდერის გარეშე ანუ ე.წ. „ფორსმაჟორით“ 448 984 ლარი გახარჯეს . დედაქალაქის მერიის მაღალჩინოსნების სატელეფონო საუბრები 535 166 ლარი დაჯდა. ასევე ტენდერის გარეშე სასწრაფო წესით 1 მილიონ 579 070 ავეჯი შეიძინა მერიამ . მოკლედ, მათთვის ფორსმაჟორი ავეჯი , კომპიუტერი , საწვავი და ტელეფონია . ამ დროს 9 თვეა გორგასლის ცენტრალური ქუჩა ამაოდ ელის შეკეთებას . ასევე 330-ე კორპუსი ვარკეთილში სადაც 56 ოჯახის სიცოცხლეს საფრთე ემუქრება და ამას მედიატორი კი არა ის ლაბორატორიულ ექსპერტიზული დასკვნები ამბობენ რაც ამ კორპუსზე დაიდო მიუხედავად ამისა 9 თვის წინ გაუქმებული ტენდერი დღემდე ვერ მიიყვანეს ბოლომდე” განაცხადა “პირველ რადიოსთან” კომენტარში ლევან ხაბეიშვილმა.