მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის ქმედებებს

მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის ქმედებებს "ხუთოსნის მიმართ ოროსნის კომპლექსად" აფასებს

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ქმედებებს "ხუთოსნის მიმართ ოროსნის კომპლექსად" აფასებს. 

ამის შესახებ სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა და საქართველოში, მათ შორის ეკონომიკური კუთხით არსებული პრობლემების მთავარ მიზეზად "ივანიშვილის ახირებები" დაასახელა.
"არის რამდენიმე პრინციპული მიზეზი. პირველი მთავარი მიზეზია ივანიშვილი და მისი ახირებები. მას უნდოდა ჩვენი დიდი პროექტების შეჩერება და ბევრი მოკლეს კიდეც, იმიტომ, რომ აქ არის ივანიშვილის პირადი ბოღმა და პირადი კომპლექსები, უნიჭო ადამიანის კომპლექსები, ოროსნის კომპლექსები ხუთოსნის მიმართ", - განაცხადა სააკაშვილმა. 

მისივე თქმით, ისეთი უნიათო მთავრობა, როგორიც დღეს საქართველოს მართავს, არ ახსოვს. "ასეთი უნიათო მთავრობა არ მახსოვს. ყველანაირი მახსოვს - ბოროტი, სუსტი, მაგრამ ასეთი უნიათო და არაკომპეტენტური - არა", - აღნიშნა მან.

ამასთან, მან უკრაინაში მის ახალ თანამდებობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინაში ყველა მისი კაბინეტი დროებითია. "ყველა ჩემი კაბინეტი უკრაინაში დროებითია. საერთოდ კაბინეტები ცხოვრებაში დროებითია", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.