ფიფა - ს ახლად არჩეული პრეზიდენტი გადადგა

ფიფა - ს ახლად არჩეული პრეზიდენტი გადადგა

ფიფა-ს  კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით, იოზეფ ბლატერმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

ბლატერის განცხადებით, მის შემცვლელს  ფიფა-ს  სპეციალურ კონგრესზე აირჩევენ. ამ დრომდე კი მოვალეობის შესრულებას თავად გააგრძელებს.

გასულ კვირას იოზეფ ბლატერმა ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნებში გაიმარჯვა. მისმა ერთადერთმა კონკურენტმა, იორდანიის პრინცმა ალი ბინ ალ-ჰუსეინმა არჩევნების პირველ ტურში წაგების შემდეგ კანდიდატურა მოხსნა.

არჩევნები მსხილი კორუფციული სკანდალის ფონზე გაიმართა. შვეიცარიის სამართალდამცავმა ორგანოებმა ქრთამის აღების ბრალდებით ორგანიზაციის შვიდი მაღალჩინოსანი დააკავეს. იოზეფ ბლატერს მოუწოდებდნენ გადამდგარიყო, მაგრამ ამ დრომდე უარს აცხადებდა.