სოფელ ბერშუეთთან რუსმა ოკუპანტებმა მამკაცი დააკავეს

სოფელ ბერშუეთთან რუსმა ოკუპანტებმა მამკაცი დააკავეს

გორის რაიონის სოფელ ბერშუეთიდან კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, დაკავებულია 60 წლის ამირან დურგლიშვილი.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ამირან დურგლიშვილი სოფლის განაპირას, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე პირუტყვს მწყემსავდა, როდესაც მისი დაკავება მოხდა. 

სოფელი ბერშუეთი ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება. ოჯახს ჯერ არავინ დაკავშირებია. დაუზუსტებელია დურგლიშვილის ადგილსამყოფელიც.