„2008 წლის შემდეგ ევროპის უსაფრთხოების გარემო მთლიანად შეცვლილია“

„2008 წლის შემდეგ ევროპის უსაფრთხოების გარემო მთლიანად შეცვლილია“

ესტონეთის პრეზიდენტის ტოომას ჰენდრიკ ილვესის განცხადებით, 2008 წლის ომის პერიოდში, ის საქართველოში შემოვლითი გზით შემოვიდა, გარკვეული მანძილის გავლა კი მანქანითაც მოუხდა.

როგორც ილვესმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2008 წლის ომის დროს ის საქართველოს გვერდით იდგა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ რუსეთი ცაზე ფრენა არც ისე უხიფათო იყო.

მისივე თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი არამხოლოდ საქართველოს პრობლემა იყო, არამედ ეს პროცესი ევროპასაც შეეხო.

„რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი მოვლენა გახლდათ 2008 წელს ჩემი სტუმრობა საქართველოში იმიტომ, რომ რუსეთის ცაზე გადმოფრენა არ იყო მაშინ უხიფათო. ამიტომ შემოვლითი გზებით მომიწია საქართველოში ჩამოღწევა და შემდეგ უკვე მანქანით ჩამოვდით საქართველოში სწორედ გახურებული ომის პერიოდში. დღეისთვის, ჩვენ ვიმყოფებით გზაჯვარედინზე ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებისა მაშინ, როდესაც ევროპის უსაფრთხოების გარემო მთლიანად შეცვლილია და ფაქტობრივად, ამის საწყის წერტილად შეიძლება მივიჩნიოთ 2008 წელი, რუსეთის შემოჭრის სახით საქართველოში. ჩვენც შეგვეხო მთელი ეს პროცესი. დღეისთვის, ყოველივე ამის შედეგად ახალი უსაფრთხოების გარემო შეიქმნა“, - განაცხადა ილვესმა.