„რუსეთის პოზიცია არ არის ისეთი სერიოზული, რომ ამის გამო უკან დავიხიოთ“

„რუსეთის პოზიცია არ არის ისეთი სერიოზული, რომ ამის გამო უკან დავიხიოთ“

ესტონეთის პრეზიდენტის ტოომას ჰენდრიკ ილვესის განცხადებით, საქართველომ დასახულ მიზანზე უარი არ უნდა თქვას. მისი თქმით, ქვეყანამ მეგობარ ქვეყნებთან აქტიური მუშაობა უნდა გააგრძელოს.

როგორც ილვესმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა,  ევროკავშირისკენ გზა არ არის მოკლე. მისი თქმით, ესტონეთმა საკმაოდ გრძელი გზა განვლო, ვიდრე ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდებოდა.

„ჩვენ დავისახეთ მიზანი და მივაღწიეთ. ჩვენ რასაკვირველია, ვიცოდით რომ მოსკოვი წინააღმდეგი იყო,  პოლიტიკური მიზნებით მოქმედებდნენ გარკვეული ქვეყნები ჩვენს წინააღმდეგ ამ გზაზე, მაგრამ ჩვენ ორიენტირებული ვიყავით მეგობრებზე  და საქართველომაც უნდა გაიზიაროს ის კარგი განწყობები, რომელიც ქვეყნებს მის მიმართ გააჩნიათ. ეს  საკმაოდ გრძელი პროცესია. ჩვენ ხელშეკრულებას ხელი 1995 წელს მოვაწერეთ, თუმცა ევროკავშირს 2004 წელს შევუერთდით, ასე რომ არც ისე სწრაფად მომხდარა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ მაინც ძალინ სწრაფად მივაღწიეთ ჩვენს მიზანს. ასე რომ ამ საკითხების ასე სწრაფად გადაჭრა არ ხდება. რუსეთი არ სცემს პატივს სხვა ქვეყნებს, მაგრამ მეორეს მხრივ, მისი პოზიცია განსხვავდება 2006-2007 წლებისგანაც. მათი პოზიცია არ არის ისეთი სერიოზული, რომ ჩვენ ამის გამო დავიხიოთ უკან“, - განაცხადა ილვესმა.