ხევსურეთში თოვლის მასის ქვეშ მეცხვარე, 500 სული ცხვარი და 40 სული საქონელია მოყოლილი

ხევსურეთში თოვლის მასის ქვეშ მეცხვარე, 500 სული ცხვარი და 40 სული საქონელია მოყოლილი

ხევსურეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხონედან აღმოსავლეთით 4 კილომეტრზე, დიდი მოცულობის გლაციალური ღვარცოფის წარმოქმნის შედეგად ერთი მწყემსი დაიკარგა.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, თოვლის მასის ქვეშ მეცხვარე გიორგი შეთეკაური, 500 სული ცხვარი და 40 სული საქონელია მოყოლილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა განუცხადა, მწყემსი ღამის გასათევ ადგილზე იმყოფებოდა, როდესაც შემთხვევა მოხდა. გუბერნატორის ინფორმაციით, სტიქიის ადგილამდე გზა უკვე გახსნილია და სამაშველო ბრიგადები უკვე მიემართებიან.