პროკურატურა წინააღმდეგია, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეს ობამასა და ღარიბაშვილის ხარჯების ამსახველი დოკუმენტაცია დაერთოს

პროკურატურა წინააღმდეგია, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეს ობამასა და ღარიბაშვილის ხარჯების ამსახველი დოკუმენტაცია დაერთოს

პროკურატურა წინააღმდეგია, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეს ბარაკ ობამასა და ირაკლი ღარიბაშვილის ხარჯების ამსახველი დოკუმენტაცია დაერთოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმეში, მიხეილ სააკაშვილს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ თემურ ჯანაშიასთან ერთად, 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვა ედება ბრალად. პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ განაცხადა, რომ აღნიშნული მტკიცებულებები საქმესთან კავშირში არ არის. პროკურორის თქმით, საქართველოს პრემიერის ხარჯებთან დაკავშირებით დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მასალები კანონის დარღვევით არის მოპოვებული. კერძოდ, როგორც ქეთევან ჩაჩავამ განმარტა, დაცვის მხარეს პრემიერის ხარჯებზე ინფორმაცია ოფიციალურად არ გამოუთხოვია.

აღნიშნულ მასალებთან დაკავშირებით, რომლის საქმეზე დართვასაც დაცვის მხარე ითხოვს, კომენტარი გააკეთა საქმეში ერთ-ერთმა ბრალდებულმა, თემურ ჯანაშიამ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, ბარაკ ობამასა და ღარიბაშვილის ხარჯები სასამართლოში შედარებისთვის არის წარდგენილი.

"ნებისმიერ სახელმწიფო ლიდერს სჭირდება ისეთი ხარჯები, რომლის შესახებაც მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი. პროკურატურა კი ითხოვს ჩვენი მტკიცებულებების ამოღებას პრემიერის ხარჯებზე, რომელიც ამერიკაში ვიზიტის დროს 560 000 ლარს შეადგენდა. ეს ჩვეულებრივი ხარჯია, რასაც ყველა სახელმწიფო იხდის საკუთარი ლიდერისთვის", - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, იგი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა და როგორც ჯანაშიამ აღნიშნა, სასამართლო სხდომაზე ძირითადი განხილვის თემა იყო ჰქონდა თუ არა უფლება კონტრდაზვერვის დეპარტამენტს აღნიშნული დანაშაული გამოეძიებინა.

სასამართლო სხდომა მიხეილ სასაკაშვილისა და თემურ ჯანაშიას წინააღმდებ საქმეზე 15 ივნისისთვის გადაიდო.