სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფისო თვლის, რომ რუსეთმა და ევროკავშირმა ორმხრივი სანქციები უნდა გააუქმონ და კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში გადავიდნენ.
ფისო იმედს გამოთქვამს, რომ სლოვაკეთში ჩატარებული კონფერენციის ფარგლებში რუსეთ-უკრაინისა და ევროპის 2 ქვეყნის წარმომადგენლები პრობლემის გადაჭრის გზებს გამონახავენ.
"არ არის საჭირო იარაღის ტრიალი და არც არანაირი სანქციები არ არის აუცილებელი. საჭიროა საქმიანი დიალოგი. იმედი გვაქვს, რომ რუსეთი, სლოვაკეთი, უკრაინა და გერმანია მოძებნიან შეხების წერტილს და პრობლემის გადაჭრის გზებს“, - განაცხადა ფისომ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წარმომადგენელთან, სერგეი ნარიშკინთან შეხვედრისას.
ცნობისთვის მიმდინარე წლის მარტის თვეში, სლოვაკეთში, უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, კონფერენცია „გზები მშვიდობისკენ“ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და სლკოვაკეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იღებდნენ.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთის ქვეყნებმა 2014 წლის მარტიდან, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, რუსი პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა და რიგი კომპანიების მიმართ სანქციები დააწესეს. 2015 წლის მარტში კი სანქციების მასშტაბი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაზარდა.