ოდესის ახალ პროკურორი შესაძლოა ზურაბ ადეიშვილი გახდეს

ოდესის ახალ პროკურორი შესაძლოა ზურაბ ადეიშვილი გახდეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესის ახალმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პროკურორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსის კანდიდატურები უკვე შეარჩია.

როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ოდესის რეგიონის ახალი პროკურორი შესაძლოა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ზურაბ ადეიშვილი გახდეს.

უკრაინული ონლაინ გამოცემა „პრესტუპნოსტი.ნეტ“-ის ინფორმაციით, ადეიშვილს პოზიციაზე უახლოეს მომავალში წარადგენენ.  გამოცემის ცნობით, მას ეს ინფორმაცია ოდესის რეგიონის საოლქო ადმინისტრაციიდან მიაწოდეს და ამასვე ადასტურებენ წყაროები უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის, ოდესის რეგიონის გუბერნატორად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 30 მაისს დაინიშნა.

იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს, საქართველოს მთავრი პროკურატურა თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და დანაშაულის პროვოცირების ორგანიზებას ედავება.