ირაკლი ღარიბაშვილი ეუთო-ს თავმჯდომარე ივიცა დაჩიჩს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ეუთო-ს თავმჯდომარე ივიცა დაჩიჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ივიცა დაჩიჩს შეხვდა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველო-ეუთოს თანამშრომლობაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება იმ ე.წ. ხელშეკრულების გამო, რომელიც მოსკოვმა სოხუმთან და ცხინვალთან გააფორმა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეუთომ კონფლიქტის მოგვარების საკითხში აქტიური და პოზიტიური ფუნქცია უნდა შეასრულოს.

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ივიცა დაჩიჩის თქმით, ეუთო მომავალშიც გადადგამს ქმედით ნაბიჯებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.