საფრანგეთში საქართველოდან ჩასული 33 პირი დააკავეს

საფრანგეთში საქართველოდან ჩასული 33 პირი დააკავეს

საფრანგეთის პოლიციამ საქართველოდან ჩასული   33 პირი დააკავა, რომლებიც ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი. ამის შესახებ "ფრანსპრესი" იუწყება.

"ყოველდღიურად დანაშაულებრივი ქსელის ლიდერების მეთაურობით კოლოსალური რაოდენობის ძარცვა ხდებოდა. ზარალის ზუსტი ოდენობის დათვლა ძნელია, მაგრამ საუბარია ძალიან შთამბეჭდავ ციფრებზე", - განუცხადა სააგენტოს ქალაქ ნანსის სპეციალიზებული რეგიონთაშორისი სასამართლოს ვიცე-პროკურორმა გრეგორი ვეილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა დანაშაულებრივი ჯგუფის 11 სავარაუდო წევრი ლა-როშელის რაიონში დააკავა, 22 პირი კი - სტრასბურგში. მოსალოდნელია სხვა პირების დაკავებაც.