თამარ ბერუჩაშვილი არ აკონკრეტებს, შეეძლება თუ არა გუბერნატორ სააკაშვილს საქართველოში დიპლომატიური პასპორტით ჩამოსვლა

თამარ ბერუჩაშვილი არ აკონკრეტებს, შეეძლება თუ არა გუბერნატორ სააკაშვილს საქართველოში დიპლომატიური პასპორტით ჩამოსვლა

საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი არ აკონკრეტებს, შეეძლება თუ არა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს როგორც ოდესის მხარის გუბერნატორს, საქართველოში დიპლომატიური პასპორტით ჩამოსვლა.

შესაბამის კითხვაზე, ასევე იმის თაობაზე, არის თუ არა უკრაინის დიპლომატიური პასპორტი მიხეილ სააკაშვილისთვის იმუნიტეტი, ბერუჩაშვილი პასუხობს, რომ სააკაშვილის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, მის ყველა შესაძლო ნაბიჯზე იქონიებს გავლენას.

"როგორც დღეს ვიცით, ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა უკვე გააკეთა არჩევანი. მან თავისი გადაწყვეტილებით, გამხდარიყო ოდესის მხარის გუბერნატორი, უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება იქონიებს გავლენას მის ყველა შესაძლო ნაბიჯზე, ყველა შესაძლო ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებასთან დაკავშირებით", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.