საარჩენო სისტემის საკითხზე მმართველ გუნდში რადიკალური აზრთა სხვადასხვაობაა

საარჩენო სისტემის საკითხზე მმართველ გუნდში რადიკალური აზრთა სხვადასხვაობაა

საარჩენო სისტემის შეცვლის საკითხზე მმართველ გუნდში კონსულტაციების პროცესი დაწყებულია, რაც აზრთა სხვადასხვაობის საგანს წარმოადგენს. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის ცნობით, გუნდში რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები არსებობს და "თემა მარტივი არ იქნება". საგანელიძის აზრით, "არსებული სისტემა რომ უნდა შეიცვალოს და თუ როგორ – ეს მსჯელობის საგანია". 

"დღევანდელი საარჩევნო სისტემა ჩემთვის მიუღებელია. აუცილებლად უნდა შეიცვალოს ის, რომ ოლქების წონა გათანაბდეს, რაც 76 ხმით შეიძლება შეიცვალოს და ამას კონსტიტუციაში ცვლილებები არ სჭირდება. რაც შეეხება იმას, სისტემა პროპორციული იყოს, მაჟორიტარული ოლქები გაუქმდეს, თუ იყოს რეგონალურ-პროპორციული და ასე შემდეგ, ამას საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება. ჩემთვის მაჟორიტარების ასეთი რაოდენობაც მიუღებელია. ვერ გეტყვით იმასაც, რომ მაჟორიტარი საერთოდ არ უნდა იყოს. მეორე მხრივ, მაჟორიტარების არქონა შეიძლება რეგიონალურ-მაჟორიტარულმა სისტემამ დააკომპენსიროს. როგორი იქნება რეგიონალური სიები, ეს უკვე მსჯელობის საგანია", - აცხადებს დავით საგანელიძე.