ექს-პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყება, უკრაინაში საპროტესტო ნოტის გაგზავნას არ აპირებს.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი აცხადებს, სააკაშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტის, ასევე საქართველოს, როგორც სახელწმიფოს მიმართ, არაადექვატური დამოკიდებულების გამოხატულებაა.
„საპროტესტო ნოტის გაგზავნას არ ვაპირებთ, ეს რა თქმა უნდა უკრაინის მთავრობის სუვერენული უფლებაა, მიიღოს საკადრო გადაწყვეტილებები თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე. ჩემთვის ძალიან არასასიამოვნო ფაქტია, როდესაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს. ვთვლი, რომ ეს არის არაადექვატური დამოკიდებულება, ზოგადად პრეზიდენტის ინსტიტუტის და ასევე საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიამრთ“, - განაცადა ბერუჩაშვილმა.
ამასთან, კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა სააკაშვილს ორმაგი მოქალაქეობა მიენიჭოს, საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, პრეზიდენტ მარგველაშვილის მისაღებია.
„ეჭვი მეპარება, რომ რაიმე განსხვავებული მიდგომა განხორციელდეს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რაც უკვე აღვნიშნე“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა.