მოქალაქეობის დაკარგვა გავლენას არ ახდენს სამართლებრივ პროცედურებზე, რომლებიც სააკაშვილთან დაკავშირებით მიმდინარეობს

მოქალაქეობის დაკარგვა გავლენას არ ახდენს სამართლებრივ პროცედურებზე, რომლებიც სააკაშვილთან დაკავშირებით მიმდინარეობს

მოქალაქეობის დაკარგვა არანაირ გავლენას არ ახდენს იმ სამართლებრივ პროცედურებზე, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიმდინარეობს , - ამის შესახებ ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეა და უკრაინის მოქალაქეობის მიღებამდე გარკვეული პროცედურები უნდა გაიაროს.

"ჩვენი კანონმდებლობით, როდესაც პირი იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას უწყდება საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა ამას სჭირდება მთელი რიგი ფორმალობები. პროცედურულად, შესაბამისი დოკუმენტაცია იქნება გამოსათხოვი და ბოლოს მაინც პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ჯერჯერობით, მიხეილ სააკაშვილი რჩება საქართველოს მოქალაქედ. სააკაშვილს შეიძლება, რომ ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდეს და ესეც საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუმცა მიხეილ სააკაშვილს თავად უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ მიმართოს და მოითხოვოს ორმაგი მოქალაქეობა. ეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა", - განაცხადა ტუღუშმა.

მისი თქმით, მოქალაქეობის დაკარგვა არანაირ გავლენას არ ახდენს იმ სამართლებრივ პროცედურებზე, რომლებიც მიმდინარეობს.