ურეკსა და შეკვეთილში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობა 15 ივნისიდან დაიწყება, რომლის ღირებულება 63 მილიონი ლარია.
ურეკი-შეკვეთილის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობასთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე სამშენებლო კომპანია „ფერი“-ს წარმომადგენლებს შეხვდა.
5 მილიონი ლარის ღირებულების მასალა და დანადგარები უკვე ადგილზეა.
ტურისტული სეზონის დაწყებამდე წყალმომარაგების გარე ქსელისა და სატუმბი დანადგარების მოწყობა დაიწყება. სეზონის დასრულებისთანავე კი სამშენებლო კომპანია დაბა ურეკისა და შეკვეთილის შიდა ტერიტორიების დაქსელვას დაიწყებს.